LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს ქარხანაში ათასობით ყავის ჭიქა მოიპარეს

117
Tesla-ს ქარხანაში ათასობით ყავის ჭიქა მოიპარეს

Tesla-ს ბერლინის ქარხნის თანამშრომლებმა 65 ათასი ყავის ჭიქა მოიპარეს. ქურდობა ქარხნის გახსნის მომენტიდან, ანუ 2022 წლიდან დაიწყო. შექმნილ ვითარებაში კორპორაციის ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს, რომ თანამშრომლებს ჭურჭელი აღარ მიუტანოს. ამასთან, საწარმოს პერსონალი ბოლო დროინდელი შემცირებებითაა უკმაყოფილო. სიტუაციაზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი გზა შესაძლოა გაფიცვა გახდეს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით ბერლინურ „გიგაფაბრიკაში“ 12 000 ადამიანი მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2022 წლიდან თითო თანამშრომელმა საშუალოდ 5 ყავის ჭიქა მოიპარა. ქარხნის ხელმძღვანელის თქმით, თუკი ქურდობები არ შეწყდება, დასაქმებულთა დასვენების ოთახებიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს სულ გააქრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები