Tesla-მ გამოუშვა ადამიანის მსგავსი რობოტის ფიგურა, რომლის ფასიც 40 დოლარია. ეს არის ჰუმანოიდი Optimus-ის სათამაშო ასლი, მასშტაბით 1:10-თან. მოდელი სახელად Tesla Bot Action Figure ვერ აკეთებს თითქმის ვერაფერს, რასაც სრული ზომის ანდროიდისგან ელიან, ერთადერთი რაც სათამაშოს შეუძლია გაუნძრევლად დგომაა.
მიუხედავად ფუნქციონალის არ ქონისა, ფიგურა ერთ დღეში სრულად ამოიყიდა და ამიერიდან მისი შეძენა მხოლოდ გადამყიდველებთანაა შესაძლებელი.
„ტესლას“ მორიგი სათამაშო 40-მდე განსხვავებული დეტალისგანაა აგებული და როგორც მწარმოებელი აზუსტებს ის „გამოიყურება და მოძრაობს ზუსტად ისე, როგორც ჩვენი მეორე თაობის ჰუმანოიდი რობოტი.“
მინი-რობოტთან კომპლექსში მყიდველები დასამუხტ მოწყობილობას და ჩაქუჩ CyberHammer-საც იღებენ, ელექტროქარების მწარმოებლის კიდევ ერთ აქსესუარს.