LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს სატვირთო გზაზე გამოჩნდა (ვიდეო)

56

აშშ-ს საერთო სარგებლობის გზებზე პირველი Tesla Semi შენიშნეს. ვიდეო YouTube გამოჩნდა.

კომპანია Tesla-ს სატვირთოს დებიუტი გასული წლის ნოემბერში შედგა. ავტომობილი ოთხი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, რაც ავტომობილს საშუალებას აძლევს ნულიდან ას კილომეტრამდე სიჩქარე ხუთ წამში აკრიფოს. 36 ტონიანი მისაბმელის სრული დატვირთვისას სატვირთო ამავე სიჩქარეს 20 წამში აღწევს.

ერთი დატენვით სატვირთოს 805 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილების „დატენვისთვის“ მწარმოებელი გეგმავს ძირითად მაგისტრალებზე მაღალ სიჩქარიანი დასატენი სადგურები განათავსოს. ნახევარ საათიანი დამუხტვა საკმარისია იმისათვის, რომ სატვირთომ 640 კილომეტრი გაიაროს.

სატვირთოების წარმოება 2019 წელს დაიწყება. ფასი 150 000 დოლარია. ამჟამად კომპანია მოდელზე წინასწარ შეკვეთებს იღებს. Tesla Semi-ის შეკვეთების რაოდენობა 500 ეგზემპლარს აღემატება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები