LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს სატვირთო სპორტქარივით ივლის

62

ტესლას ხელმძღვანელი ილონ მასკი მარკის პირველ სატვირთო ავტომობილზე ახალ დეტალებს ამხელს. ვანკუვერში Technology Entertainment Design-ის ფორუმზე, მასკმა განაცხადა, რომ სატვირთო ისეთივე სამართავი იქნება, როგორც სპორტული ავტომობილი.

ტოპ მენეჯერის განცხადებით, სრულიად ელექტრო მოდელი აჯობებს ყველა დიზელის ძრავიან ავტომობილს როგორც სიმძლავრის მაჩვენებლებით, ისე სვლის მარაგით. მანვე დასძინა, რომ სიახლე ძალიან კარგად მართვადი იქნება.

ამავდროულად გაჩნდა ავტომობილის ახალი გამოსახულებაც, რომლის ოფიციალური პრემიერა 2017 წლის დასაწყისში შედგა. ამჯერად სატვირთო ანფასშია წარმოდგენილი. სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია მოდელის შესახებ არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები