LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla წელიწადში 100 000 სატვირთოს გამოუშვებს

40

კომპანია Tesla გეგმავს წელიწადში 100 000 ელექტრო სატვირთო ავტომობილი Semi გამოუშვას. ინფორმაციას ამერიკული ავტომწარმოებლის ხელმძღვანელის ილონ მასკზე დაყრდნობით, გამოცემა Electrek ავრცელებს.

ტოპ მენეჯერმა აღნიშნა, რომ 12 თვეში 100 000-იან მაჩვენებელს წარმოებაში ჩაშვებიდან ოთხი წლის შემდეგ მიაღწევს. ამ რაოდენობას ილონ მასკი ახასიათებს როგორც „გონივრულს“.

Tesla Semi-ს დებიუტი 2017 წლის ნოემბერში შედგა. სატვირთო ოთხი ელექტროძრავით არის დაკომპლექტებული, რომლებიც უკანა ღერძებზეა დამონტაჟებული. სვლის მაქსიმალური მარაგი 805 კილომეტრია.

სატვირთოს მინიმალური ღირებულება, რომლის წარმოებაც 2019 წელზე ადრე არ დაიწყება. 150 000 დოლარს შეადგენს.

კომპანია Tesla-მ უკვე მიიღო რამდენიმე ასეულ სატვირთოზე წინასწარი შეკვეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები