კომპანია Tesla-მ Cybertruck-ის ბოთლში ლუდის სერია გამოუშვა. პილზნერი GigaBier გერმანიაში მზადდება, ყოველგვარი კონსერვანტებისა და ქიმიის გარეშე და შეკვრა 89 ევროდ გაიყიდება. შეკვრაში 330 მილილიტრის მოცულობის სამი ბოთლი ლუდი იქნება მოთავსებული. მართალია, GigaBier დიდწილად კოლექციონირებისთვის შეიქმნა, თუმცა ლუდის მოყვარულები ციტრუსისა და ხილის გემოებს ნამდვილად დააფასებენ.
სასმელი სუფთა ლუდის კანონის დაცვით იხარშება და მთავარი ინგრედიენტებია – წყალი, საფუარი, ხორბლის განსაკუთრებული სახეობა და სხვა.
ბოთლები როგორც უკვე აღვნიშნეთ, Cybertruck-ის ფორმის მიხედვით დამზადდა და მოდური შავი შეფერილობა მიიღო.
GigaBier-ის შეძენა მხოლოდ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი. იმისათვის, რომ ლუდით გადამყიდველები არ დაინტერესდნენ, ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი შეკვრის შეძენის უფლებას მისცემენ და ტირაჟი ძალიან შეზღუდული იქნება.