კომპანია Tesla-ს კლიენტების პირად სივრცეში შეჭრისთვის სასამართლოში უჩივლეს. როგორც Reuters წერს, სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს რაც გაირკვა, რომ კომპანიის თანამშრომლები ელექტროქარებში დამონტაჟებული კამერებიდან ჩანაწერებს წლების განმავლობაში იღებდნენ, თანაც თითოეული კლიენტის იდენტიფიცირებაც შეეძლოთ.
ეს კი Tesla-ს პირვანდელ ჩვენებას, რომ თითქოს კამერები მხოლოდ ავტოპილოტის მუშაობისთვის იყო საჭირო, ეწინააღმდეგება. სარჩელი Model Y-ის სან-ფრანცისკოელმა მფლობელმა ჰენრი იემ შეიტანა.
იემ თავის საჩივარში დაწერა, რომ ჩანაწერები „ტესლას“ თანამშრომლების „უგემოვნო და უკანონო გასართობი“ იქნებოდა, რაც კომპანიის კლიენტების შეურაცხყოფას ემსახურებოდა. დაზარალებულის ადვოკატის თქმით, მოსარჩელე მისი და მისი ოჯახის პირად ცხოვრებაში შეჭრის ფაქტით აღშფოთებულია და Tesla-მ კონფიდენციალურობის პირობის დარღვევისთვის პასუხი სათანადოდ უნდა აგოს.