ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრი 30 მაისის ჩათვლით ახორციელებს პროექტს ”თანადგომა”. პროექტის ფარგლებში, კულტურის ცენტრში შემავალი ფოლკლორული და ვოკალური ანსამბლები და ჯგუფები, კვირაში ერთხელ კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მუსიკალური კოლექტივები: ანსამბლი “შვიდკაცა”, ანსამბლი “იადონი”, მუსიკალური სკოლის გუნდი, ჯგუფი “ლურჯი იალქანი”, კვარტეტი “ჰარმონია”, სალოტბარო სკოლა, ქალთა ვოკალური ანსამბლი “ალილუია”, ანსამბლი “ედელვაისი”, ანსამბლი “მუხამბაზი”, ანსამბლი “ვახტანგური“, ანსამბლი “აბჯარი”, კვარტეტი “გამა” და ანსამბლი “ელესა”.