LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ფუნიკულიორი 110 წლის გახდა

72

 

მთაწმინდაზე ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს გახსნეს და დღეს 110 წლის გახდა. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას ნიკო ფიროსმანმა დიდი ფერწერული ტილო მიუძღვნა.

 

მგზავრობის პირველი მსურველების მოსეირნეების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.

 

ფუნიკულიორის საუკუნისწინანდელი ისტორია ასეთია. 1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი. ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობის დამთავრების შემდეგ ფუნიკულიორის გზა თვითმმართველობისათვის გადაცემას, 5 წლამდე ბავშვების, ფოსტის დამტარებლებისა და პოლიცია-ჟანდარმერიის უფასო მგზავრობას ითვალისწინებდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები