LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულო ლიტერატურისა და ხელოვნების პრემიის სახელწოდებაზე კონკურსს აცხადებს

34

თბილისის საკრებულო ლიტერატურისა და ხელოვნების პრემიის სახელწოდებაზე კონკურსს აცხადებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება  ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება.

 

დაინტერესებულმა პირებმა აუცილებელია, ელექტრონულ მისამართზე tbsakrebulo.gov.ge შეავსონ ელექტრონული განაცხადი და 8 მარტის 18:00 საათამდე მიაწოდონ კონკურსის სახელწოდება.

 

მათივე ინფორმაციით, საუკეთესო სახელწოდებას შესაბამისი კომისია გამოავლენს. საპრიზო ფონდი 500 ლარს შეადგენს. გამარჯვებულს პრემიას საკრებულოს თავმჯდომარე პირადად გადასცემს.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მუშავდება პროექტი კონკურსისთვის, რომელიც ლიტერატურულ და სახელოვნებო დარგებს მოიცავს.

 

კონკურსის ლიტერატურული ნაწილის ნომინაციებია: პროზა; პოეზია; დრამატურგია. სახელოვნებო ნაწილის ნომინაციებია: მხატვრობა, სკულპტურა; ფოტოგრაფია; სიმღერა; არქიტექტურა; გამოყენებითი ხელოვნება. ასევე დაგეგმილია მოსწავლეებისთვის სპეციალური ნომინაციის დამატება, სადაც მოზარდებს საშუალება ექნებათ თბილისის შესახებ საკუთარი ხედვებით წარმოადგინონ ესეები.

 

საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრები განახლებულ ჟურნალ ”ცისკარი 1852”-ში დაიბეჭდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები