LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Beatles პირველი კონტრაქტი აუქციონზე გაიყიდება

35

The Beatles-ის პირველი კონტრაქტი ხმისჩამწერ სტუდიასთან, ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონის და პიტ ბესტონის ხელმოწერით, სექტემბრის დასაწყისში ნიუ-იორკის აუქციონზე გაიყიდება. ”შესაძლოა, ეს ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა”, – აღნიშნა აუქციონის სახლის Heritage-ის წარმომადგენელმა დინა ჰარმეიერმა.

კონტრაქტი 1961 წელს გაფორმდა, კვარტეტის გერმანიაში გასტროლების დროს. მისი საწყისი ფასი 150 000 დოლარი იქნება. საერთო ჯამში აუქციონზე 300 ლოტი იქნება წარმოდგენილი გერმანელი პროდიუსერის უვე ბლაშკეს კოლექციიდან, რომელშიც The Beatles-ის გერმანიაში მოღვაწეობის პერიოდის ფოტოები, ავტოგრაფები და სხვა დოკუმენტები შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები