LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Grand Tour-მა „ამერიკელ სტიგზე“ უარი თქვა

49

The Grand Tour-მა მეორე სეზონში უარი თქვა პერსონაჟზე სახელად „ამერიკელი პროფესიონალი მრბოლელი, რომელიც Top Gear-ის სტიგის ერთგვარი ანალოგია“. ამის შესახებ პილოტი მაიკ სკინერი, რომელსაც ამერიკელი სტიგის როლი უნდა შეესრულებინა, თავის ტვიტერზე წერს.

„რომ იცოდეთ, მე არ მივიღებ მონაწილეობას The Grand Tour-ის მეორე სეზონზე. ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ, ჩემი პერსონაჟი ისე არ განვითარდა, როგორც საჭირო იყო“ – დაწერა სკინერმა.

ამერიკელს გადაცემის თაყვანისმცემლები ახალი შოუს ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ელემენტად მოიხსენიებდნენ. ამ ფაქტს თავად სკინერიც ეთანხმება და დასძენს, რომ მას არ გამოუვიდა პერსონაჟისთვის საჭირო ხასიათთან შესაბამისობა.

შეცვლიან თუ არა სკინერს სხვა მრბოლელით, ან მთლიანად უარს იტყვიან თუ არა პროფესიონალ პილოტზე გადაცემაში, ჯერჯერობით უცნობია.

60 წლის მაიკ სკინერს NASCAR-ის 286 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ბოლოს პროფესიონალური შეჯიბრით ის 2012 წელს, მიჩიგანში გამოვიდა.

The Grand Tour-ის მეორე სეზონის ახალი სერია 8 დეკემბერს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები