LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრალურის კვარტეტი“ ჯონ მალკოვიჩთან ერთად – „თქვენ აღარ ხუმრობთ…“

64

Ardaidardo.Ge

„თეატრალურის კვარტეტის“ წევრები, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან, ერთ-ერთი რესტორნის მიწვევით. იქ მაღალი დონის სტუმრებს მასპინძლობენ. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი მსახიობი ნიკოლას კეიჯი გახლდათ, რომელიც ბიჭების სიმღერით აღფრთოვანდა და მათთან ფოტოც გადაიღო… ეს ფოტო „არ დაიდარდომ“ მცირე ხნის წინ უკვე შემოგთავაზათ.


ახლა კი ანსამბლის ოფიციალურ გვერდზე მორიგი ფოტო გავრცელდა, რომელიც ასევე სახელგანთქმულ მსახიობთან, ჯონ მალკოვიჩთან ერთადაა გადაღებული. ამ ფოტომ ანსამბლის თაყვანისმცემლებს შორის დიდი რეზონანსი გამოიწვია. „თქვენ აღარ ხუმრობთ“, უწერენ ბიჭებს „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები