LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ყოლბაიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ “ვოისის” სცენაზე შეიტყო (ვიდეო)

42

Ardaidardo.Geსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებული თეონა ყოლბაია თავისუფალია. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პროექტ „ვოისის“ მონაწილე მსჯავრდებულ თეონა ყოლბაიას პირდაპირ „ვოისის“ სცენაზე ლაივ ტურის დასრულების შემდეგ გააცნო.

 

კახა კახიშვილის განცხადებით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭომ იმსჯელა და მიიღო თეონა ყოლბაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება. მინისტრმა გათავისუფლების შესახებ ცნობა თეონა ყოლბაიას სცენაზევე გადასცა.

„ჩემი სურვილია რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ჩვენ სამინისტრომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანებს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებაში“-განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

ყოფილ მსჯავრდებულ თეონა ყოლბაიასთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.მან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს მადლობა გადაუხადა.

„ამ გადაწყვეტილებამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიიღოს. ვეცდები ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყო და ეს შანსი ბოლომდე გამოვიყენო.“-განაცხადა ყოლბაიამ.

პროექტ „ვოისის“ ლაივშოუზე თეონა ყოლბაიამ პატრიარქ ილია მეორეს მიერ დაწერილი საგალობელი „კირიე ელეისონ“ შეასრულა, თუმცა მომდევნო ტურში ვერ გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები