LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თიბისი“ დაზღვევის ბოტით ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაა შესაძლებელი

21

„თიბისი“ დაზღვევის ჩატბოტმა ახალი სადაზღვევო პროდუქტის დამზადება ისწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ბოტთან გასაუბრებით შეუძლია ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა.

„თიბისი ბანკის” ინფორმაციით, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო სადაზღვევო პროდუქტია მძღოლებისათვის – როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი აზიანებს სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა ამ ხარჯს ანაზღაურებს.

„ბი ბოტით ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შესაძენად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. ბი ბოტი ფეისბუქის მესინჯერშია ინტეგრირებული და მისი მოძებნა ნებისმიერ სოციალურ ქსელში მყოფ მომხარებელს შეუძლია. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სამი პაკეტია ხელმისაწვდომი, რომლებიც წლიური გადასახდელი თანხით და ასანაზღაურებელი ლიმიტით განსხვავდება:

1. წელიწადში 50 ლარის გადახდის შემთხვევაში ანაზღაურდება 5 000 ლარი;

2. წელიწადში 100 ლარის შემთხვევაში ანაზღაურდება 10 000 ლარი;

3. წელიწადში 150 ლარის გადახდის შემთხევაში – 25 000 ლარი.

დაზღვევის ფეისბუქ მესინჯერიდან შეძენის შემდეგ მომხმარებელი ერთ წლიან პოლისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს”, – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბი ბოტის საშუალებით სამოგზაურო და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაა შესაძლებელი. ბი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები