უკვე სამი კვირაა, რაც რუსი რეპ-შემსრულებელი ტიმატი შვილთან, ალისასთან ერთად დასასვენებლად იმყოფება. თავდაპირველად მამა-შვილი ემირატებში ისვენებდნენ, ახლა კი ისინი მაიამიში იმყოფებიან.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტიმატი ”ინსტაგრამის” აქტიური მომხმარებელია, შესაბამისად ის ყოველდღიურად აქვეყნებს ვიდეოებსა და სურათებს, თუმცა, მის მიერ გამოქვეყნებულმა უკანასკნელმა ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომელშიც მომღერლის მაიამიში არსებული, მდიდრული სახლია ასახული დიდი ყურადღება მიიპყრო.
”ბავშვობაში ყოველთვის მსურდა ოკეანესთან მქონოდა სახლი, მაგრამ, ალისასგან განსხვავებით, ჩემი ოცნებები ოცნებად დარჩა” – იხუმრა რეპერმა.
სავარაუდოა, რომ რეპ-შემსრულებელმა ბასეინითა და ლამაზი ბაღით დამშვენებული მდიდრული ვილა შვებულებისთვის იქირავა.
მომღერლის მიერ გამოქვეყნებულმა სურათებმა ათასობით კომენტარი და მოწონება დააგროვა, რა თქმა უნდა უარყოფითი კომენტარებიც იყო, თუმცა, ძირითადად ყველა აღნიშნავს, რომ პატარა ალისას ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი მამა ჰყავს.