LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიმატის ბარაკუდამ კინაღამ ფეხი მოაჭამა

35

რუსი რეპ–შემსრულებელი ტიმატი სერფინგის დიდი მოყვარულია და ამჟამად კარიბის ზღვის კუნძულებზე ისვენებს. როგორც რეპერმა ინსტაგრამზე გვაცნობა, კინაღამ ბარაკუდას მსხვერპლი გახდა.

სერფინგის მოყვარულები ხშირად ადასტურებენ იმ ინფორმაციას, რომ კარიბის ზღვაში ზვიგენები და ბარაკუდები ბინადრობენ, რომლებიც დროდადრო ადამიანებზე ნადირობენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნადირობის მსხვერპლი გახდა რუსი რეპერიც. ბარაკუდამ მას მარცხენა ფეხის თითი დაუზიანა.

თავად ტიმატი ამ ფაქტს იუმორით შეხვდა. ”ბარაკუდამ არ იცის, რა ვახშამი გაუშვა ხელიდან” – დაწერა რეპერემა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.

 

39

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები