LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა კანდელაკი პირად ურთიერთობებზე ალაპარაკდა

28

ცნობილი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, მაქსიმალურად ცდილობს პირადი ცხოვრების დამალვას. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, მას რომანი აქვს მამაკაცთან, რომელსაც დიდი ხანია იცნობს.

ვარსკვლავი გამოტყდა, რომ მისი საყვარელი მამაკაცისგან ბევრი ისწავლა:

”ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ერთმანეთი გავაკვირვოთ და მაქსიმალურად ვასიამოვნოთ. ეს ჩვენს ურთიერთობას დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით ავსებს. გარდა ამისა, მას აქვს ნიჭი იმისა, რომ გამაცინოს” – ამბობს რუსული ტელესახე თინა კანდელაკი ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში.

ჭორების მიხედვით თინას რომანი აქვს კომუნიკაციების სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორ ვასილი ბროვკოსთან. თუმცა, ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ტელეწამყვანი არ ადასტურებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები