„ჩემი ცოლის დაქალები“ შვებულებაშია და ერთ-ერთმა „დაქალმა“, თინა მახარაძემ დასვენების დღეების საზღვარგარეთ გატარება მოისურვა. ის შეყვარებულთან, დიმუ მენაბდესთან ერთად ბარსელონას სტუმრობდა და საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე შესაბამის ფოტოგალერეასაც აქვეყნებს. ფოტოებზე მინაწერი კი ამგვარია: „ბოლო დღეს მაინც მივაგენი,რა თქმა უნდა, ყველაზე ბაძუნგალა და ყველაზე კატალონიურ ფუნდუკს ბარსელონაში. დავტოვეთ ვერმუტი,ანჩოუსი,მირო და გაუდი.გადმოვინაცვლეთ პარიზში“.
როგორც მისი გვერდიდან ჩანს, მსახიობმა ბარსელონაში რამდენიმე დღე საინტერესოდ და დატვირთულად გაატარა. პირველ დღეს კი ძალიან მხატვრულად აღწერს:
„ბარგი სასტუმროში დავაწყვეთ და გამოვედით თუ არა,30 მეტრში, პირველივე სკვერში, რომელიც გადავჭერით, ვიღაც ორმა ტიპმა გაგვაჩერა:
– სიგარეტს ხომ ვერ მოგვცემ,პორ ფავორ,ჰაშიში გვინდა,შევაკეთოთ, გვეუბნება ერთ-ერთი.
– Enjoy your hashish – უცინის დიმუ და ყვითელ გალუაზს აწვდის.
– Enjoy Barcelona – უღიმის მაწანწალა და ერთ შეკვრა მარიხუანას გვიდებს ხელში.
პირველი ჯოინთი წმინდაა და ერთად ვეწევით. შადრევანთან ვსხდებით სკვერში. ვყვებით ამ მთისას და იმ ბარისას…
მერე ღადაობები წავიდა იმაზე,რომ ესპანეთში თუ ბალახს ზრდი სახლში, პირადი მოხმარებისთვის, გაზარდე რამდენიც გინდა, ოღონდ კეთილი ინებე და მოწიე, რაც შეიძლება ხშირად და ბევრი, იმიტომ რომ ანალიზს გაგიკეთებენ და დამადასტურებელი ფაქტი უნდა გქონდეს სისხლში, რომ მართლა გევასება, მართლა ეწევი და მართლა შენთვის გინდა ეს პატარა პლანტაცია,მაგ შემთხვევაში კანონის დამცველი ბეჭებზე ხელს დაგიტყაპუნებს და გეტყვის : – Enjoy your life,amigo (ესპანურად რამე მსგავსს) .
ჩვენ ჩვენი სალი კლდეების ამბავი ვთქვით პასუხად: რომ ჩვენთან, ჩვენს კეთილ მხარეში,თუ მოწევ და დაგიჭერენ, ციხეში მიდიხარ ცხოვრების გასატარებლად და ამიტომ ცხოვრება ჭირს საქართველოში, ცხოვრებას არ ასდის ეგეთი კარგი სუნი თბილისში.
მაწანწალებმა ერთმანეთს გადახედეს,ლუდის ქილა აწიეს და სასისმიერი ს-თი პირველი დღე მოგვილოცეს კატალონიაში…“
[Best_Wordpress_Gallery id=”25″ gal_title=”photos 10″]