კომპანია Denison Yachting-იმ გასაყიდად უნიკალური იახტა Royal Falcon One გამოიტანა, ხომალდის დიზაინი 2019 წელს „პორშემ“ შექმნა. 41 მეტრის სიგრძის სუპერ კატამარანი 5 კაიუტას მოიცავს და თითოეულში 10 მგზავრი მოთავსდება, თანაც ძალიან კომფორტულად. ამდენივე ადამიანია საჭირო იახტის მომსახურებისთვის. პრემიული ხომალდის შეძენა 26 559 700 დოლარადაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ იახტა 2019 წელს წყალზე მოხვედრის შემდეგ თითქმის არ გამოუყენებიათ. ბორტზე რამდენიმე აუზი, ბარი, ასევე მზის აბაზანების მისაღები ზონა, ღია აივნები და ჯაკუზია.
ხომალდი მოძრაობაში 2 ძრავს მოჰყავს და მათი საერთო სიმძლავრე 4615 ცხენის ძალას შეადგენს. სუპერ იახტას საათში 70 კმ-ს განვითარება შეუძლია და ეკონომიკური რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში ერთი დამუხტვით 4150 კილომეტრს გაივლის.