LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოფლეს-სელფი ავარიის მიზეზი გახდა

59

ტეხასელი მირანდა რაიდერი, რომელიც პირდაპირ პოლიციის მანქანას დაეჯახა, ავარიაში ინტიმური ფოტოების გადაღების წყალობით მოხვდა. სამართალდამცავებმა გოგონა მაშინ გამოიჭირეს, როცა ის მაისურის და ბიუსტჰალტერის ჩაცმას ცდილობდა. დაკითხვაზე 20 წლის სტუდენტმა აღიარა, რომ ტოფლეს-სელფის ის ბოიფრენდისთვის აკეთებდა და იმდენად გაერთო, დაავიწყდა, რომ საჭესთან იჯდა. შეჯახების დროს გოგონა ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. ჩხრეკისას პოლიციამ ალკოჰოლური სასმელის საკმაოდ ბევრ ცარიელ ბოთლს მიაგნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები