LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 5 ფეხბურთელი ყველაზე ძლიერი დარტყმით

Capture

ფეხბურთის ისტორიაში არაერთი გოლია, რომელიც უძლიერესი დარტყმით გასულა. ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ ამბობენ, ბორის პაიჭაძეს კარის ბადე აქვს გახეულიო. ახლა კი ტოპ 5 გოლი შევადგინოთ, რომლებიც ყველაზე ძლიერი დარტყმით გასულა.

მე-5 ადგილი. დევიდ ბექჰემი
ბექსი ძლიერი დარტყმით არასოდეს გამოირჩეოდა, უფრო ლამაზად ურტყამდა, მაგრამ მისი ერთი გოლი ზუსტიც გამოდგა და ძალიან ძლიერი დარტყმულიც. საჯარიმოდან ბექჰემმა „ჩელსის“ კარი აიღო – 156 კმ/სთ.

მე-4 ადგილი. კრიშტიანო რონალდო
კრიშტიანოს გარეშე ლამის არაფერი ხდება. ყველაზე ძლიერი დარტყმა, რაც გოლამდე მივიდა რონალდომ თამაშიდან გაიტანა. ბურთმა 186 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

მე-3 ადგილი. რობერტო კარლოსი
რობერტო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დარტყმის მფლობელად დიდხანს მიიჩნეოდა. ყველაზე ძლირი დარტყმა საჯარიმოდან განახორციელა, როდესაც ეფექტურად მოჭრა. ბურთი ბადეში 198 კმ/სთ სიჩქარით გაეხვა. სხვათა შორის, რობერტო კარლოსი სპეციალურად თამაშობდა ერთი ზომით პატარა ბუცებით, რომ უფრო ძლიერად დაერტყა.

მე-2 ადგილი. ლუკას პოდოლსკი
ეს გოლი ისეთი ლამაზი ვერ იყო, როგორც წინა. 2010 წლის მუნდიალზე საჯარიმოში მყოფმა პოდოლსკიმ ავსტრალიას გაუტანა. ბურთის სიჩქარემ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია – 202 კმ/სთ.

1 ადგილი. ჟივანილდუ ვიეირა დე სოუზა
იგივე ჰალკი. ჯერ კიდევ „პორტოში“ თამაშისას, გიჟური სიძლიერის დარტყმით „შალკეს“ კარი აიღო. ყურადღება, ბურთის სიჩქარემ 214 კმ/სთ შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები