ქსელში Top Gear-ის ახალი სეზონის ტრეილერი გავრცელდა. რგოლის სიუჟეტის მიხედვით, შოუს წამყვანები კრის ჰარისი, მეტ ლებლანი და რორი რიდი ყაზახეთში რბოლას აწყობენ და სატრეკო სუპერქარ Ferrari FXX K–ს, კუპე Aston Martin DB11-სა და ყველგანმავალ ”შამანს” ტესტავენ. კონკრეტულად როდის გავა გადაცემა ეთერში, უცნობია.
Top Gear-ის წინა, 23-ე სეზონი ახალი წამყვანებით ეთერში გასული წლის მაისში გავიდა. პირველი, ვინც შოუში მონაწილეობისთვის ჰამონდის, მეისა და კლარკსონის წავლის შემდეგ მიიწვიეს, რადიოწამყვანი კრის ევანსი იყო. თუმცა, სეზონის ბოლოს ის წავიდა. კრისი გადაცემის ფანებმა გააკრიტიკეს, სულ 23- ეპიზოდში ექვსი ეპიზოდის გადაღება მოხერხდა.