LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TopGear სეზონის დაწყებისთვის ემზადება

69

პოპულარული საავტომობილო გადაცემა TopGear ახალი სეზონისთვის ემზადება. გადაცემის წამყვანმა მეტ ლებლანმა სპეციალურად წინასასეზონო პიარისთვის პოპულარული მრბოლელი კენ ბლოკი ლონდონის ქუჩებში ”გაასეირნა” და ერთ-ერთი ქორწილსაც დაესწრო.

მრბოლელი წყვილი ლონდონის ქუჩებში კენ ბლოკის 845 ცხენის ძალიანი Hoonicorn Mustang-ით გამოჩნდა. სელფის ჯოხითა და მძლავრი ძრავით აღჭურვილი მრბოლელები წმინდა პავლეს ეკლესიაში გამართულ ქორწილსაც დაესწრო და ნეფე-პატარძალს დაუვიწყარი სანახაობაც აჩუქა.

მრბოლელთა სურათები სოც-ქსელის საშუალებით უამრავმა ადამიანმა ნახა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდება ახალი სეზონის დაწყებას.

შეგახსენებთ, რომ BBC-ს პოპულარული საავტომობილო შოუ სტარტს წლევანდელ წელს აიღებს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

https://www.youtube.com/watch?v=c9ngQ0qnJps

 

_88741583_88741582

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები