LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორონტოს აეროპორტში ენოტი დასახლდა

21

ტორონტოს აეროპორტში ენოტი დასახლდა. კანადის აეროპორტს ახალი მაცხოვრებელი ჰყავს, ცხოველი შიდა რეისების ტერმინალში გამოჩნდა და, როგორც ჩანს, იქაურობა ძალიან მოსწონს. გაურკვეველია როგორ, მაგრამ პატარა ენოტი ერთ-ერთი სართულის ჭერზე შესახლდა. ენოტის გამოჩენა მგზავრებს ძალიან მოეწონათ და მის სანახავად სხვადასხვა ტერმინალებიდანაც კი დადიან.

კანადური პრესის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ტორონტო ენოტებით გაივსო. ცხოველები ქალაქის ქუჩებში თავისუფლად დასეირნობენ. ძალიან მეგობრული ენოტები ადამიანებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, შესაბამისად მათი მომრავლება მოსახლეობას დიდად არ აწუხებს.

https://twitter.com/luulayy/status/860921017241391104

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები