LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოტენჰემი – დრამის მეფე!

126
rue7f497f8472

სასწაული გრძელდება. ამდენი შემობრუნებული თამაში ალბათ დიდი ხანია არ ყოფილა. ახლა „ტოტენჰემის“ ჯერი დადგა, რომელმაც შესაძლოა უფრო მაგარი ქამბექიც დადო, ვიდრე „ლივერპულმა“. ლონდონელებმა პირველი ტაიმი წააგეს 0:2 „აიაქსთან“ და რადგან პირველი საშინაო შეხვედრაც წაგებული ქონდათ (0:1), ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა. თუმცა ეს ხომ ფეხბურთია და მან თავისი მაგია ერთხელაც დაამტკიცა. ფორტუნამ კი ლუკას მოურას გაუღიმა, რომელმაც სამი გოლი გაიტანა მეორე ტაიმში და „ტოტენჰემი“ ჯადოსნურად გაიყვანა ფინალში.

 

ტოტენჰემი – ნამდვილი დრამაა! ჯგუფიდან 85-ე წუთზე გაძვრნა, ¼ ფინალში VAR დაეხმარა 93-ე წუთზე, ახლა კი 96-ე წუთზე გადარჩა.

 

„ტოტენჰემი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

„ტოტენჰემი“ – ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალის მე-40 მონაწილეა და პირველი ახალწვეული ბოლო 11 წელიწადში.

„ტოტენჰემმა“ ბოლო 20 წელიწადში პირველმა მოიგო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინლაში, როდესაც 0:2-ს აგებდა.

„ტოტენჰემი“ჩემპიონთა ლიგის მე-5 ფინალისტია ინგლისისგან. ეს რეკორდია.

„ლივერპული“-„ტოტენჰემი“ – ისტორიაში მეორე ინგლისური ფინალია.

ლუკას მოურა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჰეთ-თრიქის მე-5 ავტორია რონალდოს, ოლიჩის, ლევანდოვსკისა და დელ პიეროს შემდეგ.

ლუკას მოურამ „აიაქსს“ 2 გოლი 204 წამში გაუტანა.

მოურა, ვეინალდუმი და ალეკსანდრ-არნოლდი ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშეობის პრეტენდეტები არიან.

 

„აიაქსის“ კაპიტანმა დე ლიგტმა 19 წლის ასაკში გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მარტო კილიან მბაპეს და კიდევ ორ მოთამაშეს (ნორდინ ვოტერი – აიაქსი და ობაფემი მარტინსი – ინტერი) გაუტანია უფრო მცირე ასაკში.

„აიაქსს“ არასოდეს წაეგო ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც პირველი იტანდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები