LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოტენჰემის ფეხბურთელები აუდის რეკლამაში გადაიღეს, მაგრამ ბიჭებს მამალმა აჯობა (ვიდეო)

124
2531960-52537910-2560-1440

„ტოტენჰემის“ ფეხბურთელები ახალი „აუდის“ რეკლამაში გადაიღეს, რომლის მთავარი გმირი მამალი გახდა.

დელე ალი, კრისტიან ერიქსენი, დავინსონ სანჩესი და ლუკას მოურა Q8 სერიის ახალ „აუდის“რეკლმაში აღმოჩნდნენ.

ერთ-ერთი მთავარი როლი ლონდონური კლუბის სიმბოლომ მამალმა ითამაშა. სიუჟეტის მიხედვით, მამალი შედის დაწესებულებაში, სადაც ავტოა და პროფესიონალურად აფასებს „აუდის“ მახასიათებლებს, როდესაც გვერდზე მყოფი ფეხბურთელები ბურთაობენ და სალონში ფანჯრიდან იჭყიტებოდნენ.

2018-ის აგვისტოში „ტოტენჰემმა“ და „აუდიმ“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, მაგრამ ახალი რგოლი ახლაღა გამოჩნდა.

დღეს საღამოს „მამლებს“ თანაქალაქელ „ჩელსისთან“ დერბი აქვთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები