LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota 394,000 Tundra-ს და Sequoia-ს უკან გამოიწვევს

106
Toyota 394,000 Tundra-ს და Sequoia-ს უკან გამოიწვევს

Toyota Motor North America-მ მასშტაბური უკან გამოწვევის კამპანია დააანონსა, რომელიც მოიცავს დაახლოებით 394,000 ჰიბრიდულ პიკაპსა და კროსოვერს — Tundra Hybrid-ის და Sequoia Hybrid-ის მოდელებს.

პრობლემა უკავშირდება უკანა ხედვის კამერის პროგრამულ გაუმართაობას, რის გამოც ეკრანი უკუსვლის რეჟიმში შესაძლოა შავი ან მწვანე ფერის ფონზე გაითიშოს, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

Toyota-ს განცხადებით, კამერის სიგნალი ზოგჯერ ვერ აღწევს მთავარ დისპლეამდე — სისტემა ვერ ახერხებს გამოსახულების სწორად გაშვებას უკუსვლის დროს.

ამ შემთხვევაში მძღოლი ეკრანზე ვერაფერს ხედავს, რაც არღვევს უსაფრთხოების ფუნდამენტურ სტანდარტებს (უკანა ხედვის სავალდებულო ფუნქცია აშშ-ის კანონით  2018 წლიდანაა დადგენილი).

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია:

„პროგრამულმა შეფერხებამ უკანა ხედვის სენსორულ სისტემაში შესაძლოა გამოიწვიოს ეკრანის გაუმართაობა გარკვეულ პირობებში, რაც ზრდის დაჯახების ან დაზიანების რისკს.”

უკან გამოწვევა შეეხებათ:

Toyota Tundra Hybrid (2022–2025)

Toyota Sequoia Hybrid (2023–2025)

NHTSA-ს (აშშ-ის ეროვნული საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია) მონაცემებით, რისკ ქვეშ ხდვება 394,000 ავტომობილი, რომლებიც ძირითადად წარმოებულია Toyota-ს Texas Assembly Plant-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები