Toyota ახალგაზრდა მძღოლებს მშვიდი მუსიკით დააწყნარებს. იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Saatchi & Saatchi-თან თანამშრომლობით შექმნა აპლიკაცია, რომლის მიზანიც ახალგაზრდების უსაფრთხოების დაცვაა. სიახლის მოქმედების პრინციპი კი საკმაოდ მარტივია, მაშინ როცა მძღოლი ზედმეტად სწრაფად გადაადგილდება – ავტომობილში ერთობ მოსაწყენი მუსიკა ირთვება. პროგრამას სწორედ ამიტომ Safe and Sound APP ეწოდა და ის მულტიმედიურ სისტემას მთლიანად აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ როგორც კი სიჩქარე დაიკლებს, მოსაწყენი ტრეკიც გამოირთვება და მძღოლს კვლავ სასურველი მუსიკის მოსმენა შეეძლება.
და ბოლოს, ახალ აპლიკაციას კიდევ ერთი ფუნქცია აქვს. მას შეუძლია დაადგინოს, იყენებს თუ არა მძღოლი მგზავრობის დროს სმარტფონს და თუ იყენებს, მაშინ „აუდიოსასჯელი“ არც ამჯერად დააყოვნებს.