LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ახალი თაობის tundra-ს უკან გამოიწვევს

126
toyota

კომპანია Toyota Tundra-ს ახალი თაობის პიკაპებს უფასოდ შეაკეთებს. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკან გამოწვევის კამპანია 2022 და 2023 წლის სამოდელო ხაზის 130 ათასამდე მანქანას შეეხება. მიზეზი ისაა, რომ საბარგულის თავსახური კარგად არ არის დამაგრებული და გზაზე გადაადგილების დროს შესაძლოა ავარიაც კი გამოიწვიოს.

Toyota-ს ინჟინრები პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ, თუმცა დეფექტის აღმოფხვრის რეცეპტს ჯერ ვერ მიაგნეს. Tundra-ს მფლობელებს გადაადგილებისგან თავის შეკავებასაც ურჩევენ. მწარმოებელმა ინსტრუქციაც გამოაქვეყნა, თუ როგორ უნდა მოხსნან  საბარგულს თავი, დამატებითი ინფორმაციის მიღება დილერებთანაა შესაძლებელი.

Toyota Tundra-ს ახალი სატვირთოების აწყობა 2021 წლის ნოემბერში დაიწყო და გასულ წელს აშშ-ში 104 246 ერთეული მოდელი გაიყიდა. უკან გამოწვევის კამპანია ყველა ავტომობილს შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები