LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota აშშ-ს უდიდეს ჯარიმას გადაუხდის

106
Toyota აშშ-ს უდიდეს ჯარიმას გადაუხდის

Toyota აშშ-ს „დიზელგეიტის“ შემდეგ ყველაზე დიდ ჯარიმას გადაუხდის. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ Hino Motors-მა მაკონტროლებელი ორგანო შეცდომაში შეიყვანა. Toyota-ს „შვილობილმა“ დანაშაული აღიარა და 1,6 მილიარდი დოლარის გადახდას დათანხმდა. აშშ-ს მთავრობამ განაცხადა: ჯარიმა სერტიფიცირების პროგრამის მიმართ დაუდევრობის მაჩვენებელია.

Hino Motors – Toyota-ს შვილობილია, რომელიც სატვირთო და კომერციული მანქანების გამოშვებითაა დაკავებული. გამონაბოლქვის მაჩვენებლის ფალსიფიცირების შესახებ დაახლოებით 3 წლის წინ გახდა ცნობილი, თუმცა აშშ-ს მთავრობა ირწმუნება რომ იაპონურმა მხარემ თაღლითობა ბევრად ადრე, 2019 წელს აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები