LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ბიუჯეტურ მოდელებს გააძვირებს, რათა შემოსავლის ვარდნას შეუშალოს ხელი

29
toyota

Toyota Motor Corp ფასების პოლიტიკის დაკორექტირებას აპირებს. ფინანსური წლის მესამე კვარტალი კომპანიისთვის ძალიან წამგებიანი აღმოჩნდა, რაც წარმოების დროს შექმნილ პრობლემებს უკავშირდება. კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ხელმძღვანელობა ფასების ზრდას მოიაზრებს, თანაც ყველაზე ბიუჯეტურ მოდელებზე, ისეთზე როგორიცაა მაგალითად Corolla. ფასის ზრდა შეზღუდული რაოდენობით მოხდება, ამიტომ Toyota ხელმისაწვდომი ბრენდის იმიჯს ისევ შეინარჩუნებს.

სპეციალისტთა შეფასებით Corolla აშშ-ში უკვე საგრძნობლად გაძვირდა. ოქტომბერში საბაზისო ხაზს მოაკლდა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდელი, რამაც საწყისი ღირებულება 2315 დოლარით გააძვირა.

ფასები იზრდება ევროპაშიც, რამეთუ ბოლო კვარტალი აქაც ძალიან წარუმატებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები