LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Camry ყველაზე ამტანი ავტომობილების სიის ლიდერი გახდა

182

იაპონური პრემიალური სედანი Toyota Camry ყველაზე გამძლე და ამტანი ავტომობილების რეიტინგის ლიდერი გახდა. ჩამონათვალი ამერიკული სპეციალიზირებული პორტალის Consumer Reports-ის ექსპერტებმა შეადგინეს.

ავტორიტეტული გამოცემის სპეციალისტებმა ის ავტომობილები გამოავლინეს, რომლებსაც უპრობლემოდ გზის მაქსიმალური მანძილის გავლა შეუძლიათ. სატესტო ავტომობილები მიმომხილველებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს. ავტომობილებმა მთლიანობაში 321 000 კილომეტრი გაიარეს. ცდებში მეორე პოზიცია Honda Accord-ს ერგო, მესამე კი Toyota Prius-ს. მეოთხე ადგილი Honda CR-V-იმ დაიკავა. ტოპ ხუთეულს ისევ Toyota-ს მოდელი, ამჯერად Sienna ასრულებს.

ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ: ამერიკული პიკაპი Ford F-150 და იაპონური Toyota Highllander, Toyota 4Runner, Toyota Corolla და Honda Civic.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები