LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota გაყიდვების ლიდერი მსოფლიოს 49 ქვეყანაში გახდა

64

ბრიტანელმა ექსპერტებმა 2016 წელს მსოფლიო საავტომობილო ბრენდების გაყიდვები დაიანგარიშეს. მნიშვნელოვანი განსხვავებით გამარჯვება Toyota-ს ერგო – ის ლიდერი მსოფლიოს 49 ქვეყანაში გახდა.

კვლევა სანომრე ნიშნების რეგისტრაციის ბრიტანულმა სააგნტო Regtransfers-მა ჩაატარა. სწორედ აღნიშნულ ბაზაზე დაყრდნობით, მან მსოფლიოს შვიდი ყველაზე გაყიდვადი ბრენდი გამოავლინა. უფრო მარტივად აღსაქმელად, სპეციალისტებმა სიტუაცია მსოფლიო რუქაზეც ასახეს.

2016 წლის უდავო ფავორიტი Toyota გახდა, რომელიც მსოფლიოს 49 ქვეყნის ლიდერია, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ავსტრალიაში, ინდონეზიაში, სინგაპურში, კოსტა რიკასა და ანგოლაში.

მეორე ადგილი ბავარიულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა დაიკავა, რომელმაც პოპულარობა 2016 წელს მსოფლიოს 14 ქვეყანაში მოიპოვა, რომელთა შორის ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები ჭარბობენ: გერმანია, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები და სხვა.

სამეულს 8 ქვეყანაში ლიდერობით Ford ასრულებს – განსაკუთრებით კანადასა და აშშ-ში.

მეოთხე და მეხუთე ადგილები 6 ქვეყანაში მოპოვებული პოპულარობით Renault-მ და Skoda-მ გაინაწილეს.

ბოლო ორი პოზიცია კი Dacia-სა და Fiat-ს ერგოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები