LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota იაპონიაში წარმოებას ისევ აჩერებს

37
toyota

კომპანია Toyota იძულებულია იაპონიაში ქარხნების მუშაობის გრაფიკი ისევ შეცვალოს და გამოსაშვები მოდელების რიცხვიც შეამციროს. ბრენდმა მაისში თითქმის ყველა ქარხანა გააჩერა, ივნისში კი დროებითი შესვენება 14-დან 3 საწარმოს მოუწევს. დასაწყისისთვის ეს პაუზა თვის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი. მიზეზი – საჭირო დეტალების სიმცირეა, რაც ჩინეთში მორიგმა კოვიდ-აფეთქებამ და კარანტინმა გამოიწვია.

უახლესი გეგმის მიხედვით, Toyota ყველა ქარხანაში 850 ათას ავტომობილს გამოუშვებს, რაც დაგეგმილზე 100 ათასით ნაკლებია. იაპონური საწარმოების კონვეიერიდან 250 ათასი ავტომობილი ჩამოვა, დანარჩენს კი საზღვრებს გარეთ ააწყობენ. დეტალების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, კომპანია აპირებს რომ გეგმას არ ასცდეს და 2023 წლის მარტისთვის 9,7 მილიონი მანქანის გამოშვება მოასწროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები