LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ აფეთქების გამო 6 ქარხანა გააჩერა

135
toyota

Toyota-მ იაპონიის 6 ქარხანა გააჩერა. მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა. 16 ოქტომბერს აიტის პრეფექტურაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც საჭირო დეტალების მიწოდება შეფერხდა და მწარმოებელსაც რამდენიმე კონვეიერის გაჩერება მოუხდა. ორშაბათს საღამოს გაჩერდა ქარხანა რომელიც Land Cruiser-ებს უშვებს, ხოლო სამშაბათს დილით მას კიდევ რამდენიმე საწარმო შეუერთდა.

რაც შეეხება მომხდარ აფეთქებას, საბედნიეროდ ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მხოლოდ ერთი მუშა მოხვდა საავადმყოფოში, კიდევ ერთმა კი უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

Toyota-ში არ აზუსტებენ, თუ რამდენიმე მანქანა ვერ გამოუშვეს წარმოების იძულებით გაჩერების გამო. ან როდის ამუშავდება კონვეიერები არც ეს იცის ვინმემ, კომპანიის წარმომადგენლობა ჯერ-ჯერობით დეტალებს აზუსტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები