LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გამოუშვა

116
toyota

შემოდგომის ბოლო თვე Toyota-მ რეკორდულად დახურა: ნოემბერში იაპონურმა ავტომწარმოებელმა 833 ათასზე მეტი ავტომობილი გამოუშვა, რაც 2021 წლის ნოემბერთან შედარებით 2,9%-ით უფრო მეტია. კომპანია ამ ფაქტს საჭირო დეტალების დეფიციტის პრობლემის მოგვარებას უკავშირებს. რაც შეეხება გაყიდვებს, გასულ თვეში მთელი მსოფლიოს გარშემო 796,5 ათასი მანქანა გაიყიდა – რაც 5,5%-ით ნაკლებია გასული წლის შედეგთან შედარებით.

თავად კომპანია სამომავლო პროგნოზებთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილია და მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ კლიენტთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყველაფერს გააკეთებენ.

საჭირო დეტალების დეფიციტმა, რომელიც 2 წლის წინ დაიწყო, ავტო სამყაროს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ბევრი ავტომწარმოებელი იძულებული გახდა წარმოების ოდენობა შეემცირებინა და ზოგიერთ ელექტრონულ სისტემაზე საერთოდ უარიც ეთქვა. მაგალითად, Toyota-მ დროებით გამორიცხა დამატებითი ოფცია ჭკვიანი გასაღები და მანქანებს მხოლოდ მექანიკური გასაღებით ყიდდა. თუმცა, ამ ცვლილებას მხოლოდ ბრენდის იაპონელი მყიდველები იგრძნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები