LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ რუსეთში ქარხანა საბოლოოდ დახურა და თანამშრომლები დაითხოვა

31
toyota

Toyota-მ გადაწყვიტა რუსული ოფისის თანამშრომლები დაითხოვოს. ბრენდმა სანქტ-პეტერბურგში მდებარე ქარხანაც დახურა და კროსოვერებს RAV4-სა და Camry-ს აღარ ააწყობს. დილერები ახლა ბოლო ავტომობილებს ყიდიან, მოდელებს რომლებიც ქვეყანაში სანქციების დაწესებამდე მოხვდა.

ბუნებრივია, ეს ავტომობილები იმაზე ბევრად ძვირად იყიდება ვიდრე პირვანდელი ფასი იყო და რიგ შემთხვევაში ფასნამატმა მილიონობით რუბლსაც გადააჭარბა.

პეტერბურგის ქარხანას წელიწადში 100 ათასი ავტომობილი უნდა გამოეშვა. 2021 წელს კონვეიერიდან 80,8 ათასი მანქანა ჩამოვიდა და ეს მანქანები არამხოლოდ რუსული ბაზრისთვის, არამედ ყაზახეთის, ბელარუსისა და სომხეთისთვის იყო განკუთვნილი. გასული წლის შეჯამებით, ექსპორტის წილმა 11,9% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები