LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს რუსეთის დატოვება მოსთხოვა

47
toyota

კორპორაცია Toyota-მ თავის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს სასწრაფოდ რუსეთის დატოვება მოსთხოვა. საუბარია 26 ადამიანზე, რომელიც რუსეთში ბრენდის სხვადასხვა დაწესებულებებში ხელმძღვანელ პოსტებს იკავებენ. Toyota-მ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იაპონიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღეს და თუ როდის დააბრუნებენ პერსონალს უკან, უცნობია.

Toyota-ს რუსულმა ოფისმა ქარხნების და იმპორტის გაჩერების შესახებ განცხადება გასულ კვირას გააკეთა. იყო ასეთი ვერსიაც, რომ სანქციები არაფერ შუაშია და მიზეზი – აზიურ რეგიონში ლოჯისტიკური პრობლემები გახდა.

თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, პერსონალის ევაკუაცია უკვე იმის მანიშნებელია რომ უახლოეს მომავალში Toyota-ს და Lexus-ის მოდელები რუსეთში ვეღარ მოხვდება. არსებული მარაგები კი სავარაუდოდ, ძალიან მალე დამთავრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები