LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Prius-მა საწვავის მოხმარების მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა

108
Toyota Prius-მა საწვავის მოხმარების მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა

ჰიბრიდმა Toyota Prius-მა საწვავის მოხმარების მაჩვენებლით გინესის რეკორდი მოხსნა. ექსპერიმენტი საერთო მოხმარების გზაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა ამერიკელმა უეინ გერდესმა მიიღო, მრბოლელი აშშ-ს დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთისკენ, ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკისკენ წავიდა. ეს მანძილი 5,2 ათას კილომეტრზე სულ მცირედითაა ნაკლები.

ამ მოგზაურობაში საწვავის საშუალო მოხმარებამ 100 კილომეტრზე 2,53 ლიტრი შეადგინა, ეს კი ბევრად ნაკლებია იმაზე რაც თავად ავტომწარმოებელმა განაცხადა – „პასპორტით“ პრიუსი 4,13 ლიტრს მოიხმარს.

უჩვეულო მსვლელობას გინესის წიგნის წარმომადგენელიც ესწრებოდა. მისი თქმით, მოგზაურობის პირობები იდეალურისგან შორს იყო: გზა ზოგიერთ მონაკვეთში ზღვიდან 2,1 ათასი მეტრის სიმაღლეზე ადიოდა, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ბორტს მიღმა 40 გრადუსს აღწევდა. ბუნებრივია, ეს ორივე ფაქტორი საწვავის მოხმარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები