Toyota-მ რუსული ოფისის დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა. დაწესებულების გაჩერებამდე იქ 2,35 ათასი ადამიანი მუშაობდა: მათი გათავისუფლება მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში საწარმოში 137 მუშა დარჩა. ამ ადამიანებს ახალ წლამდე გაუშვებენ სახლებში, ამის შემდეგ კი Toyota-ს პეტერბურგის ქარხანა საერთოდ დაიკეტება. საწარმოს სამომავლო ბედი უცნობია.
რუსულ მხარეს ერთადერთი რაც შეუძლია არის სადილერო ცენტრის შენარჩუნება და არსებულ კლიენტებზე ზრუნვა.
სანქტ-პეტერბურგის ქარხანაში 2 მოდელი იწარმოებოდა, კროსოვერი RAV4 და სედანი Camry, რომელიც რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსის და სომხეთის ბაზრებზე გადიოდა. დაწესებულება წელიწადში 100 ათასი ავტომობილის გამოშვებაზე იყო გათვლილი და 2021 წელს იაპონურმა ბრენდმა 80.8 ათასი მანქანა გამოუშვა. საწარმო 2022 წლის მარტიდან გაჩერდა და მწარმოებელი მისი ამუშავების სამომავლო პერსპექტივასაც უბრალოდ ვერ ხედავს.