Toyota Motor Corp-მა განაცხადა, რომ აკიო ტოიოდა კომპანიის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. ავტოგიგანტის მმართველობას ამიერიდან თავის თავზე ბრენდ-მენეჯერი კოძი სატო აიღებს. ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება Toyota-ში 2023 წლის 1-ლი აპრილისთვისაა დაგეგმილი. მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი არ ზუსტდება, თუმცა ფაქტია რომ შთამომავლის საკითხს 66 წლის ტოიოდას ინვესტორები ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად უხსენებდნენ.
ამჟამინდელი პრეზიდენტი კომპანიას არ დატოვებს და დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა მოსალოდნელი ცვლილებები საკმაოდ მოულოდნელი იყო.
აკიო ტოიოდა Toyota-ს დამაარსებლის შვილიშვილია და კომპანიას 2000 წელს შეუერთდა. 9 წლის შემდეგ ის გენერალური დირექტორი გახდა. მისი ბაბუა კომპანიას 1941-დან 1950 წლამდე უძღვებოდა, ხოლო მამა 1992 წლიდან 1999 წლამდე.