LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Tacoma ბორბლებიან სახლად გადააქციეს

134
toyota

იაპონური პიკაპი Toyota Tacoma სრულფასოვან ბორბლებიან სახლად გადააქციეს. 2023 წლის გაზაფხულზე წარმოდგენილი Tacoma-ს პიკაპის ახალი თაობა ნელ-ნელა საინტერესო დეტალებით დაკომპლექტდა. სიახლის ერთ-ერთი პირველი ტუნინგი კომპანია GoFastCampers-მა წარმოადგინა, რომელმაც მსუბუქი სატვირთო ბორბლებიან სახლად გადააკეთა და სატვირთო ზონაში რამდენიმე ადამიანის სამყოფი საცხოვრებელი ზონა მოაწყო.

საინტერესო აქსესუარი წინასწარი შეკვეთებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, როგორც სატვირთო პლატფორმის ასევე სხვა ვერსიების სახით.

საცხოვრებელმა მოდულმა ავტომობილის სიმაღლე ცოტა გაზარდა, თუმცა სანაცვლოდ ორი ადამიანის საძინებელი სივრცე გაჩნდა, თანაც კომპლექტში მატრასიც შედის.

სიახლის ფასი 7700 დოლარი იქნება და პირველი კლიენტები მას 2024 წლისთვის მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები