LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ტოკიოს ქუჩებში ასობით წყალბადის ავტომობილს გაუშვებს

96

კომპანია Toyota ტოკიოს ავტოსალონზე ავტობუს Sora-ს კონცეპტს წარმოადგენს, რომელიც წყალბადზე მუშაობს. იგეგმება, რომ 2018 წელს მოდელის სერიული ვერსიაც გაჩნდება, 2020 წლისთვის კი ზაფხულის ოლიმიური თამაშებისას, რომელიც იაპონიის დედალაქში ჩატარდება, მარშრუტებზე ასზე მეტი ასეთი ავტობუსი გავა.

Sora წყალბადის მოწყობილობით არის აღჭურვილი, რომელიც სედან Toyota Mirai-სგან მიიღო. ორი ელექტროძრავი ჯამში 145 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტობუსი ათი ავზით არის აღჭურვილი, რომელშიც 600 ლიტრი წყალბადი ეტევა.

კონცეპტუალური ავტობუსი აღჭურვილია ავტომატურად დაკეცვადი გვერდითა სავარძლებით, გარე კამერებით ველოსიპედისტებისა და ქვეითების აღმოსაჩენად და ავტოსადგურებზე არსებული ზოლების ავტომატური ამომცნობით, რისი წყალობითაც ავტობუსი დამოუკიდებლად ჩერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები