2022 წელს Toyota ავტომობილების წარმოების დროს არაერთ სირთულეს გადააწყდა – საჭირო დეტალების დეფიციტის გამო კომპანიას ხან ერთი ქარხნის გაჩერება უწევდა, ხან მეორის. შედეგად საწარმოო გეგმა 9,7 მილიონი ავტომობილი – მიუღწეველი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, 2023 წელს Toyota-მ ბევრად უფრო ამბიციური გეგმა დაისახა – 10,6 მილიონი მანქანის აწყობა. თუკი ბრენდი ამ გეგმას შეასრულებს, ეს ნამდვილად ისტორიული რეკორდი იქნება.
Toyota-ს 2022 წლის მუშაობის შედეგები ჯერ არ დაუზუსტებია, თუმცა ცნობილია Lexus-თან ერთად მან 8 327 166 ერთეული მანქანის წარმოება მოასწრო. იმავე 11 თვის განმავლობაში გაყიდვების მაჩვენებელი 8 727 662 ეგზემპლარი იყო.