LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგიკული ოქტომბერი: ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც ოქტომბერში დაიღუპნენ

24

ქართულ ფეხბურთში ტრაგედია დატრიალდა. ეროვნული ლიგა 2-ის მორიგი ტურის თამაშის დაწყებამდე „ზუგდიდის“ მეკარე შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ტრაგედიას სოცქსელში გამოეხმაურა ფეხბურთელი ერეკლე კილაძე.

 

ქართული ფეხბურთის მორიგი ტრაგედია ოქტომბრის თვეში! დღეს მიხეილ გოგუაძის გარდაცვალების დღეა და უკვე, შოთა მამინაშვილის! ორივე მეკარე! ორივე კარგი პიროვნება და ასევე კარგი სპორტსმენები! 8-ში ნიკოლოზის (ნიკა კილაძე) გარდაცვალების დღე მოდის! სიმწარით და ტკივილით სავსე ოქტომბერი!! ცათა სასუფეველი გქონდეთ ბიჭებო! მიყვარხართ

 

ცნობისათვის:

1 ოქტომბერს ავტოავარიის შედეგად, დაიღუპა „გურიის“ მეკარე მიხეილ გოგუაძე.
შემთხვევა სოფელ შუხუთში მოხდა, 27 წლის გოგუაძემ ავტომანქანით მოძრაობისას ნაწვიმარზე საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, მანქანა მოსრიალდა და ღობეს დაეჯახა. ფეხბურთელი ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მიხეილ გოგუაძე 1989 წლის 29 ივნისს დაიბადა. „გურიის“ სახელით იგი 2011 წლიდან გამოდიოდა და ამ პერიოდში 34 თამაში გამართა.

ასევე ლანჩხუთის „გურიას“ 25 წლის ნახევარმცველი ნიკა კილაძე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 7 ოქტომბრის ღამეს ფეხბურთელი მოტოციკლს მართავდა, როცა ის სატვირთო ტრაილერს დაეჯახა. მასთან ერთად მყოფი მეგობარი გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნიკა კილაძე 1988 წელს ქალაქ გაგრაში დაიბადა. ბავშვობის წლები თბილისში გაატარა. ის 6 წლიდან “ნორჩი დინამოელის” საფეხბურთო სკოლაში დადიოდა, ხოლო შემდეგ თბილისის “სპარტაკსა” და ომც-ში თამაშობდა.
2007-დან 2014 წლამდე ის ფინურ კლუბებში “კაჯაანში,” “კოკოლასა” და “ორპაში” გამოდიოდა. 2014 წელს კი ლანჩხუთელთა გუნდში ჩაირიცხა.

სწორედ ნიკას ძმა გახლავთ ერეკლე, რომელმაც პოსტი გამოაქვეყნა. ისიც და თავის დროზე მამამისი – გია კილაძეც „გურიას“ ღირსებას იცავდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები