გასული სატრანსფერო დღე რამდენიმე ხმაურიანი გარიგებით დასრულდა: ლეონარდო ბონუჩი “მილანში” გადავიდა, კაილ უოკერი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი გახდა, დანი სებალიოსი “რეალში” გააგრძელება კარიერას…
გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი შედგა:
– “ბარსელონამ” ოფიციალურად გაიფორმა მცველი ნელსონ სემედუ. “ბენფიკამ” ამ ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო მიიღო.
– “ლიონმა” გამოაცხადა “ბეშიქთაშიდან” მარსელოს შეძენის შესახებ. 30 წლის მცველის ტრანსფერი 7.5 მილიონი ევრო დაჯდა.
– “დეპორტივომ” “ვალენსიადან” ბელგიელი ზაკარია ბაკალი აიყვანა იჯარით.
– “ლესტერმა” იჯარით მისცა პოლონელი ბარტოშ კაპუსტკა “ფრაიბურგს”.
– “ბაიერნის” ფორვარდი სერჟ გნაბრი უახლოეს სეზონს იჯარით წესით გაატარებს “ჰოფენჰაიმში”.
– კეისუკე ჰონდამ, მოულოდნელად, მექსიკაში ამოჰყო თავი. იაპონელს კონტრაქტი “პაჩუკამ” შესთავაზა.