LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსფერების რეკორდი, ფინალისტების უბურთობა – ამბები მოკლედ (ფოტო)

54
690

დიეგო მარადონა: „ჩემთვის პატივი იქნებდა არგენტინის ნაკრების გაწვრთნა“.

მადრიდის „რეალის“ ექს მოთამაშე მეტცელდერი საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი.

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი მორენო: „თუ ლუის ენრიკე ნაკრებში დაბრუნებას მოისურვებს, მოხარული ვიქნები ადგილი დავუთმო“.

ფრენკი დე იონგი – ნიდერლანდების 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.

ვან დეიკმა ყველაზე მაღალი სიჩქარე განახორციელა 2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგაზე – 34,5 კმ/სთ.

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა ჯანი, მანჯუკიჩი და კიელინი. ამ უკანასკნელს 6 თვე მოუნდება ტრავმის მოსარჩენად.

დევიდ ბექჰემი: „განვიხილავდი ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის შესაძლებლობას. მაგრამ მოვახერხებდი კი?“

ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბებმა ამ ზაფხულს 5 მილიარდი ფუნტი დახარჯეს ტრანსფერებზე. ეს რეკორდია.

ინტერნეტში „ბარსელონას“ მესამე ფორმა გამოჩნდა. ის ლაჟვარდოვანია.

„ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ტოპ 10 გუნდში ვერ მოხვდნენ ბურთის ფლობის მხრივ. რეიტინგის სათავეში „სიტი“ და „რეალი“ არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები