Tripadvisor-მა ბარსელონაში ყველაზე ცუდი რესტორნები გამოავლინა. კატალონიის დედაქალაქი რომ ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის, ეს ალბათ სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. ცენტრალურ ქუჩაზე ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გადაადგილდება და საკვებსაც ახლო-მახლო მდებარე რესტორნებში მიირთმევს. თუმცა, პოპულარული ტურისტული პორტალის აზრით, ზოგიერთ დაწესებულებაში შესვლა ნამდვილად არ ღირს და საკვები ობიექტი დიდი დაკვირვებით უნდა შეირჩეს. მაგალითად, ერთ-ერთ პოპულარულ რესტორანში -Bakery N Time სტუმრებს წახემსება 16 ევროდ შეუძლიათ. თუმცა, არც საკვების ხარისხი და არც ოდენობა ფასს არ შეესაბამება. ჩინური რესტორანი Oriente კი 18 ევროიან „ტაპასს“ ყიდის, სხვა ადგილებში კი „ტაპას“ როგორც წესი, სრულიად უფასოდ არიგებენ. თუმცა, რესტორანი Eivissa უხარისხობისა და უაზროდ გაბერილი ფასის მიხედვით ნამდვილი ლიდერია. საკვების მინიმალური ღირებულება 25 ევროდან იწყება და ის ვერც გემოთი და ვერც ხარისხით ვერ გამოირჩევა.