LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tripadvisor-მა მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმების რეიტინგი შეადგინა

112

Tripadvisor-მა მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმების რეიტინგი შეადგინა. საუკეთესოთა შორის საუკეთესო წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი გახდა. მუზეუმი 1870 წელსაა დაფუძნებული და ძვირადღირებული კოლექცია ორ მილიონამდე ხელოვნების შედევრს, აზიის, აფრიკისა თუ ძველი აღმოსავლეთის ისტორიას აერთიანებს. რაც შეეხება მეორე პოზიციას, მას ლუიზიანას შტატში მდებარე ახალი ორლეანის მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი იკავებს. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს პარიზის ორსეის მუზეუმი ასრულებს. ადგილი, რომელიც 1848-1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშებს – ფერწერულ ტილოებს, სკულპტურებს, ავეჯსა და სხვა ექსპონანტებს აერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ ტურისტული პორტალი რეიტინგს როგორც წესი, მოგზაურთა გამოხმაურებების მიხედვით ადგენს ხოლმე და ამჯერად სიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე 25 დაწესებულება მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები